სოფელ ნახახულევში ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მათივე თქმით მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადები.
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო. ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...









