ნატოს მუდმივი საზღვაო ჯგუფის (SNMG1) ხომალდები ბალტიის ზღვაში შევიდნენ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას,– იუწყება ესტონური პორტალი ERR.
ჯგუფი შედგება ხუთი გემისგან, ხოლო მათ ხელმძღვანელობს ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ფრეგატი “De Zeven Provinciën”.
ჯგუფის ნაწილი ბალტიის ზღვაში ხუთშაბათს შევიდა, ხოლო დანარჩენი გემები ტალინის პორტის ტერმინალებში დღეს შევლენ.
როგორც განიმარტა, უპირველესი ამოცანაა ბალტიის ზღვის რეგიონში მოკავშირეების არსებობის დემონსტრირება და ესტონეთის ფლოტთან ერთობლივი წვრთნების გამართვა.
ნატო–ს გემები ტერმინალში ერთი კვირა მაინც დარჩებიან, შემდეგ კი მათ ალიანსის საზღვაო ძალების სხვა ჯგუფი ჩაანაცვლებს.
.