LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

დაპოსტა 2026/04/01-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ.

სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.  ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

სამართალდამცავების მიერ, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად  გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.

პოლიციელების მიერ, ასევე, აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება  განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.

სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი”, „ალფა-პვპ“, ,,მდმა”, „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე,  260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცავები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
რამდენი ადამიანი სტუმრობს ოკაცეს კანიონს და რომელი ქვეყანა ლიდერობს ვიზიტორთა შორის
მთავარი

დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა 1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ცვლილებები ოთხ ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და, დაცული...

დაწვრილებითDetails

გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, უმეტესი წილი ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბავშვებსაც აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება – ქუთაისის 2 სკოლაში კოვიდი დაფიქსირდა
მთავარი

სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი
მთავარი

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ს ინვესტორმა ჯამათა ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „აკა ჰოლდინგი“ საფასადე და ეზოს მოწყობით სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია”- სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს გაზაფხულის ბოლომდე გაუმართლებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, რთული პერიოდი მეტისმეტად გაიწელა. საქმეები ფერხდება, ემოციური ფონი უკიდურესად იძაბება, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები კი კვლავაც არ ჩანს. თუმცა, ასტროლოგიური სურათი იცვლება. 2026 წლის ​გაზაფხულის მიწურულს...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით
მთავარი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით! 1 -7 აპრილის ჩათვლით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პაკეტებს, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და გამოცდილ ექიმთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"