“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებში მცირეწლოვანი ბავშვი მოჰყვა, რომელიც კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ფეხზე ტრავმა აქვს მიღებული და სამაშველო სამსახური მის ამოსაყვანად მუშაობს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული.
“კურიერის” კორესპოდენტის ინფორმაციით, კორპუსი არის 3 სადარბაზოიანი, ჩამოინგრა 1 სადარბაზო. ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე ადამიანი ცხოვრობს
მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.