LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მე ვარ ამერიკელი დაბადებით, ქართველი გულით – ნამახვანჰესის აქციის მონაწილე

ნამახვაჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანებიან

დაპოსტა 2021/04/09-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის,  გამოხატვისთავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში. ამ უფლებაშემლახავ პრაქტიკას ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას.

მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია – როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან. ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც საჯარო კომუნიკაციაში მასღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. სახელმწიფოს როლი მხოლოდ საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით არის წარმოდგენილი, ეს კი უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, ხელყოფს კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ხელს უშლის ამ პროცესების მშვიდობიან და დემოკრატიულ ფარგლებში გადაწყვეტას დაზრდის უსაფრთხოების რისკებს, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის, ისე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ. სახელმწიფოსა და სხვა აქტორების ამგვარი რიტორიკა ცხადად ემსახურება იმ პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობას, რომელიც თავისი არსით სწორედ სახელმწიფოდა კოლექტიური ინტერესების დაცვისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ააშკარავებს ეროვნული და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს მთავრობისა და კომპანიის მხრიდან.

საზოგადოებისთვის ცნობილია ის მთავარი წუხილები, რაც ნამახვანიჰესის მშენენლობის პროექტს უკავშირდება და რასაც ადგილობრივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარი კრიტიკა ეფუძნება. ნამახვანჰესების პროექტის მომზადება, მათ შორის, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ასევე საზოგადოებისთვის ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც ცხადს ხდის სახელმწიფოს მიერ ეროვნული და კოლექტიური ინტერესების დათმობას კერძო კომპანიის სასარგებლოდ.  ასევე, მთავრობის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მაგალითად, კომპანიისთვის მიწის რესურსებზე უფლებების გადაცემა, წინსწრებით – გარემოსდაცვითი  გადაწყვეტილებისა (ნებართვის) და მშენებლობის ნებართის მიღებამდე, მოხდა.  დამატებით, ერთწელზე მეტია, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი, თუმცა, დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.

მივიჩნევთ, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით გამოვლენილი არაეფექტიანობა მართლმსაჯულების სისტემიდანაც ვლინდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გზით მშენებლობის შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამასთან, ხელისუფლების რიტორიკა,  კაშხლის მშენებლობის სამუშაოების შეჩერების თაობაზე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რამდენადაც კაშხლის მშენებლობაზე ამ დრომდე არ არსებობოს ნებართვა, რაც ისედაც გამორიცხავდა კაშხლის მშენებლობის დაწყებას. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ საპოლიციო ძალით აღადგინა ის სამუშაოებირის შეჩერებაც ხეობის მოსახლეობის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. ამასთან, ხელისუფლების მცდელობებს შექმნას ილუზორული დისკუსიის ფორმატები (“უკეთესი ნამახვანისთვის”) ნამახვაჰესის ირგვლივ,  მხოლოდ კაშხლის უსაფთხოების საკითხამდე დაჰყავს არსებული კრიტიკა და დღის წესრიგიდან სრულად რიყავს პროექტის ირგვლივს არსებულ სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის კრიტიკას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ფართე საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, დამოუკიდებელი ინსტიტუციების,  ექსპერტული თუ სამეცნიერო წრეების, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საქართველოს მთავრობამ ცხადად აღიაროს ნამახვანჰესის პროექტის მიმართ არსებული შეკითხვების ლეგიტიმურობა, კრიტიკის სიმწვავიდან გამომდინარე უარი თქვას პროექტის მშენებლობისთვის გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებზე და დაუყოვნებლივ დააბრუნოს დღის წესრიგში მის მიერ გაცემული დაპირება პროცესის დემოკრატიული და სამართლიანი გზებით გადაწყვეტის თაობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაძლიერდეს ზედამხედველობა ნამახვანჰესის საკითხის სამართლიანი დაეფექტიანი  გადაწყვეტისთვის, რაც დაეფუძნება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების აღიარებას.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მთავარი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის   ვერძი დღეს ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარეს მოერიდეთ. საღამოს ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო საუბარი გელით.  ...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამი ე.წ. კანონიერი ქურდი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

აფხაზეთში სამი „კანონიერი ქურდი“ რაულ ბარცბა (მეტსახელად „პიზა“), სტანისლავ ციშბა (მეტსახელად „პაკა“) და გია მეფორია დააკავეს. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ვრცელდება დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ფოტოებიც.

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს – რა მოხდა თერჯოლაში

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს – რას წერს ბუნდესლიგა ბუდუ ზივზივაძეზე

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძეზე
მთავარი

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"