აჭარაში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის რიტუალი წელს არ ჩატარდება.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ნათლისღების დღესასწაული წელს პანდემიის გამო, განსხვავებულად აღინიშნება.
დეკანოზის თქმით, სადღესასწაულო მსახურება 19 იანვარს დილით დაიწყება.
ცნობისთვის, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ინიციატივით, ბათუმში რამდენიმე წელი სრულდებოდა.