LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნავთობკომპანიები საწვავს გაზრდილი ფასნამატით ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

ნავთობკომპანიები საწვავს გაზრდილი ფასნამატით ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

დაპოსტა 2024/02/09-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, ხუთი იმპორტიორის – 67%-ს. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზრო წილების სახით.

როგორც ანგარიშში წერია, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 62.5%, რომელსაც მოყვება რუმინეთი – 15.3%-ით და ბულგარეთი – 9.4%-ით. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, საცალო ბაზარზე 1194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა. მათ შორის ხუთი წამყვანი გასამართი სადგურის წილი გასამართი სადგურების რაოდენობაში 66.2%-ია.

„საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის – მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში – რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი ერთ ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში – მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ, საქართველოში ფასი შემცირდა საშუალოდ ერთ ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში 30 თეთრით.

2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად, მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაგ. რეგულარის მარკის საწვავზე, მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა, 2023 წლის ნოემბრის თვემდე, 10-20 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს“, – ნათქვამია სააგენტოს მიმოხილვაში.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა ბაზარზე რეალიზებული საწვავის ღირებულება, საიდანაც დგინდება, რომ ნავთობკომპანიები რუსულ საწვავს საშუალოდ უფრო მაღალი ფასნამატით ყიდდნენ, ვიდრე ევროპულ საწვავს, ამის მიზეზი კი რუსული საწვავის შესყიდვის, ანუ თვითღირებულების შედარებით დაბალი ფასი იყო.

„2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას“, – წერია ანგარიშში.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის იანვარში, ასევე სახეზეა საცალო ფასების შემცირება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში, ძირითადად, თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.

სააგენტო აგრძელებს ბენზინისა და დიზელის ბაზრის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზრის მონიტორინგს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ბოლო პერიოდში, საცალო ფასთან დაკავშირებული ქმედებების შეფასებისთვის საჭიროა ერთობლივი ანალიზი 2024 წლის პირველ კვარტალთან ერთად.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს. არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება. საქმეში...

დაწვრილებითDetails

დოლარის ფასი შეიცვალა – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015...

დაწვრილებითDetails

22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ
მთავარი

 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მკვიდრი, 22 წლის მარიამ საგინაძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონა მძიმე სენს - ლეიკემიას ებრძოდა. მარიამს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან: „მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, სიცოცხლით სავსე თვალების ჩაქრობა… როგორ...

დაწვრილებითDetails

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა...

დაწვრილებითDetails

დაკავებული ორი პოლიციელი: ვლადიმერ გოდერძიშვილი და ივანე მისირელი ბრალს აღიარებენ და პატიებას ითხოვენ – დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს გოდერძიშვილისთვის ქვის სროლას ედავებიან

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

პოლიციელი, რომელის მიმართაც დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს ძალადობას ედავებიან, ვლადიმერ გოდერძიშვილია. მისმა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ გორის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გოდერძიშვილი ამ დრომდე კლინიკაში გადის მკურნალობას. სამხარაძე კიდევ ერთ პოლიციელს - ივანე...

დაწვრილებითDetails

სამუშაო სივრცეში უბედურ შემთხვევებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
“სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით”-სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ ახალი კანონ პროექტი დადგინდა
მთავარი

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სამუშაო სივრცეში ფატალურ უბედურ შემთხვევებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქედან უმეტესობა, 21 ფატალური შემთხვევა, ტრადიციულად მშენებლობის სექტორთან იყო დაკავშირებული....

დაწვრილებითDetails

პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული 6 პოლიციელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის - ალექსი ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერი გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 36 ადამიანი მოიწამლა, საკვებში შეუსაბამობები გამოვლინდა – რას აცხადებენ კვების ობიექტში

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერიდან" აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო. დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, აერობული...

დაწვრილებითDetails

არ მგონია, ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს დროის მნიშვნელობა – რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფის სამკურნალო მედიკამენტზე

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

არ მგონია, ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს დროის მნიშვნელობა და ყველა საჭიროება, რაც პაციენტებს აქვთ - რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირს შევხვდი - ყველას სურვილია,...

დაწვრილებითDetails

შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა – დაჯარიმებულია გემი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა – დაჯარიმებულია გემი
მთავარი

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"