მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს.
„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების თითოეული გადადგმული ნაბიჯი.
გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.










