ფარულ უკანონო ჩანაწერებში, რომლის ნამდვილობასაც ხელისუფლება არ ადასტურებს და გამოძიების დასრულებას ელოდება, ირკვევა რომ ცალკეული სუბიექტები მათთან დაკავშირებული ამბების სიზუსრტეს ადასტურებენ.
,,მხოლოდ ერთადერთი საუბრის შინაარსის ნაწილს მართლა ვერ ვიხსენებ”-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე შერვაშიძე.
,,მადლობა, რომ მისმენდით. ?
გაჟონილ ფაილებში (კრებსებში) არის ჩაწერილი ჩემი საუბრები გარკვეულ პერსონებთან (საერო და სასულიერო). უკლებლივ ყველა საუბარი ნამდვილია, მხოლოდ ერთადერთი საუბრის შინაარსის ნაწილს მართლა ვერ ვიხსენებ…
ჩაწერილია ჩემი საუბრები (შეფასებები) ზოგადსაეკლესიო ვითარების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე მეუფე კალისტრატეს ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რაც ამ ფაილებში წერია, თითქმის ყველაფერი რეალობაა.”-წერს თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე სოციალურ ქსელში.










