ვაქცინაციისადმი უნდობლობის საკითხს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია გამოეხმაურა და მოსახლეობას მიმართა.
„სანამ ზუსტად არ მეცოდინება ვაქცინის მოქმედების მექანიზმები და შექმნის ვადები, არ ავიცრები“! – ხოო ბიჭო, მხარზე გასაყიდი გოჭივით რომ გვარტყია ბეჭდები და АКДС-ით ვინც აგვცრეს (კალაშნიკოვის აბრევიატურას არ ჰგავს?!) ის აცრები სულ მოლეკულარულ დონეზე ვიცოდით და მათი შექმნის გეგმა-გრაფიკები გვეკიდა კედელზე… ან, რომელიმე სხვა მედიკამენტის შექმნაზე ვიცით რამე.
ამისთვის არსებობენ სპეციალური სამსახურები და თუ სხვა შემთხვევებში ვენდობით, როცა გვაწყობს, ახლა რა პრეტენზია გვაქვს ვთქვათ FDA- თან?“, – წერს გადელია სოციალურ ქსელში.










