თესალონიკიდან კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ვრცელდება. კოვიდმა იმსხვერპლა 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც სექტემბრის პირველ ნახევარში დაინფიცირდა და მდგომარეობა დღითიდღე უმძიმდებოდა.
ირკვევა, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მშობლებმა ის არ გადაიყვანეს საავადმყოფოში და არც სახლში გამოიძახეს ექიმი, რომ ბიჭისთვის მინიმუმ პირველადი დახმარება აღმოეჩინათ. როცა მისი ორგანიზმი იმდენად დასუსტდა, რომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ოჯახმა მხოლოდ მაშინ ითხოვა დახმარება. ეს მოხდა დაინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში, მთელი ამ დროის მანძილზე კი მდგომარეობა ყოველდღე უუარესდებოდა.
21 წლის ბიჭი დაახლოებით 8 დღის წინ გადაიყვანეს ხელოვნურ სუნთქვაზე, ექიმები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა გაიმარჯვა.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის არცერთი წევრი არ არის ვაქცინირებული, არც თავად იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასთმა აწუხებდა და მიეკუთვნებოდა მოწყვლად ჯგუფებს.
georgians.gr










