კასპიის რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე კლიმატურმა ცვლილებებმა წყლის ბიოლოგიური რესურსების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ჰაერის ტემპერატურის ანომალიური მატება ზამთრის სეზონზეც კი შეინიშნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიოლოგიური რესურსების კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მეჰმან ახუნდოვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, 2010 წლის შემდეგ, მტკვრის წლიური ნაკადი თითქმის 40-50%-ით შემცირდა, მსგავსი პროცესები შეინიშნება ვოლგაზე, რომელიც ყოველთვის კასპიის ზღვაში მდინარის ნაკადის 85%-მდე უზრუნველყოფდა.
“ზღვის წყლის ინტენსიური აორთქლებამ, ატმოსფერული ტემპერატურის კლიმატური ზრდის ფონზე, ზღვის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა თითქმის 1,5 მეტრამდე გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მტკვრის ნაკადის შემცირების გამო, ზღვის წყალმა არხის შევსება დაიწყო”, – განაცხადა მან.
ახუნდოვის თქმით, ეს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შეინიშნება, რაც ნიშნავს, რომ თევზის მარაგი არ არის, ის სულ უფრო მცირდება, რაც არა მხოლოდ ძვირფასი კომერციული თევზის, არამედ მთლიანად კასპიის ენდემური იხტიოფაუნის ბიომრავალფეროვნების შემცირების საფრთხეს ქმნის.










