“მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია,მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს. ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ ასევე, ამ ამაჩქარებელმა დეზინფორმაციის ტალღები შექმნა, რომელიც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს” -შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....










