“მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეხვედრაზე სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც აქციაზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. მე და ჯილი მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდ მიიყვანეს. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ის” – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაზე
ცნობისთვის, პენსილვანიაში, მხარდამჭერების ყრილობაზე სროლის შედეგად, ტრამპი დაიჭრა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სახის არეშია დაჭრილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.










