LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი

“მოქალაქეების გადაადგილების ხელოვნური ბარიერი არ უნდა შექმნა “- თენგიზ შარმანაშვილი

დაპოსტა 2025/12/09-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

ტროტუარზე აქციის ჩატარება არ იკრძალება – თუ ის რაოდენობა არ არის, რაღაც ჯგუფი გამოეყო აქციას და გადაკეტა გზა, [პოლიცია] მთელ აქციას გააფრთხილებს, რომ „აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, კანონიერ ჩარჩოებს დაუბრუნდით, თუ არ დაუბრუნდებით, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტროტუარზე მოქალაქეების გადაადგილების ხელოვნური ბარიერი არ უნდა შეიქმნას.

„ტროტუარზე აქციის ჩატარება არ იკრძალება. [ტროტუარზე] არ უნდა შექმნა მოქალაქეების გადაადგილების ხელოვნური ბარიერი თუ არ ხარ იმ რაოდენობის, როცა აუცილებელია. თორემ სულ ახლახან იყო აქცია, საკმაო რაოდენობის ადამიანები შეიკრიბნენ, რამე პრობლემა შეექმნათ? არა.

თუ ის რაოდენობა არ არის, რაღაც ჯგუფი გამოეყო აქციას და გადაკეტა გზა, [პოლიცია] მთელ აქციას გააფრთხილებს: თქვენმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, ან კანონიერ ჩარჩოებს დაუბრუნდით და თუ არ დაუბრუნდებით, შესაბამის ზომებს მივიღებთ“. თუ ამასაც არ დაემორჩილებიან, მერე რა ხდება, ესეც კანონში წერია”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, კანონის გამკაცრება ხელისუფლების მხრიდან არის თუ არა აღიარება, რომ ქვეყანაში პროტესტი არსებობს, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის რეალური აღიარება იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს 300 კაცის პროტესტი.

„ეს არის რეალური აღიარება იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს 300 კაცის პროტესტი, რომლებიც თავიანთ მოქმედებებს თავს ახვევენ მთელ საქართველოს, აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როცა ამისი საჭიროება არ არსებობს – ამას ვაღიარებთ.

300 კაცის პროტესტმა პირადად მე კი არ შემაფერხა, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი თავისი დღის წესრიგით ატრიალოს ქვეყანა და შელახოს სხვათა უფლებები თავის ჭკუაზე. თუ ისინი მოიპოვებენ მხარდაჭერას და იმ დღეს შეიკრიბება ის რაოდენობა, სადაც გზის გადაკეტვა იქნება აუცილებელი, პოლიცია ამას ხელს შეუწყობს. თუ ამის ხელოვნურად გაკეთებას დაიწყებენ და სხვათა უფლებებს შეზღუდავენ, იმის გამო რომ მათ იმ წუთში ასე მიაჩნიათ, მაშინ გააფრთხილებენ, გონივრულ ვადას და დროს მისცემენ – თუ წინააღმდეგობას გაუწევენ და ამ დესტრუქციულ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მაინც გააგრძელებენ, მერე კანონით და კონსტიტუციაში არის განსაზღვრული, რაც მოხდება”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს – აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წელს ამოქმედდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

“თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში…ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ეს მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი”- ირაკლი კობახიძე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება...

დაწვრილებითDetails

“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს
მთავარი

შავი ჭირი საშიში ბაქტერიული ინფექციაა მაღალი სიკვდილიანობით. მას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis . შავი ჭირის 3 ფორმა არსებობს: ბუბონური შავი ჭირი, სეპტიცემიური შავი ჭირი და პნევმონიური შავი ჭირი. შავი ჭირის...

დაწვრილებითDetails

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა 25 წლის ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, სიკეთისთვის და იმ დიდი კვალისთვის, რომელიც ალტას ისტორიასა და ჩვენს გულებში დატოვე. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ალტას IT დირექტორს - თავისი...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ...

დაწვრილებითDetails

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება
მთავარი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა
მთავარი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"