მოტოციკლით ავარიას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში Marketer ge ავრცელებს
“ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი კარგად იქნება” – ეს ვასკა ჩუბინიძის სიტყვებია ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, რომელიც Spotlight.ge-ზე იყო. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი.
ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო.”










