მოსკოვში გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიტბორა. ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე და სარეკლამო აბრა წაიქცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქალაქის დასავლეთ რაიონებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. დაიტბორა მეტროსადგური “იასენევო”. ძლიერი წვიმა და ქარი მოსკოვში ხვალ დილამდე გაგრძელდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს – აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წელს ამოქმედდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...










