რუსეთის დედაქალაქში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების 89,3%-ს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“იმისთვის, რომ მას წინააღმდეგობა გაეწიოს, ადამიანს იმაზე ორჯერ მეტი ანტისხეული უნდა ჰქონდეს, ვიდრე ვუჰანური ვირუსის მიმართ”, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ახალი შტამი უფრო აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება.
”ფაქტობრივად, ჩვენ თავიდან გავდივართ ამ აბავს , თანაც უფრო და უფრო სერიოზული შედეგებით”, – განაცხადა სობიანინმა.