მოსვლის დღიდან “ქართული ოცნება” ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, (“კაპიტანი გიგაური”, “მდიდარი არასამთავრობოები”, “ციფრული დიქტატურა” და მილიონი დასპონსორებული სისაძაგლე) ამიტომ არასამთავრობოები მათ არ ენდობიან და უფრთხიან, მით უმეტეს მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც რა წერია, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ კანონები გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, როგორც ეს ხდება პოლიტიკური ოპონენტების, მედიის და სხვა შემთხვევებში. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლური სტრუქტურები ამ კანონის არ მიღებისკენ. ამას თუ ვერ ხვდებით “ერთი არგუმენტი დაგვისახელონ, რატომ არის კანონი რუსული” ტიპები, ე.ი აზრზე არ ხართ საერთოდ არაფრის ან დებილის ნიღაბი გიკეთიათ და აბა თქვენ იცით, გააგრძელეთ ეგრე და მერე სხვებს ეძახეთ კლოუნები” – წერს იუმორისტი, გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში
პროცედურაში პარტნიორების ჩართვაზე შეთავაზებას უარით უპასუხა-მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე
1.დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ) 2. რაც...