სანტორინზე განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს, ცხადია, ეს უფრო მეტად ეხებათ ადგილობრივებს, რომლებსაც მოსვენება აქვთ დაკარგული მიწისძვრების გამო. სრული ქაოსია კუნძულის პორტში, ბილეთები სხვა კუნძულებისა და ათენის მიმართულებით აღარ არსებობს.
როგორც მედია იუწყება, დანიშნულია სპეციალური ფრენები სანტორინიდან, რათა მსურველებმა იქიდან გამოსვლა შეძლონ.
სანტორინის, ამორგოსისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ერთმანეთის მიყოლებით ათობით მიწისძვრა ფიქსირდება, მათი ძალა საკმაოდ დიდია, რაც შესაბამის სამსახურებს მზადყოფნაში აყენებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბილეთებში უკიდურესად ძვირი გადაიხადეს, მაგრამ იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ კუნძული უნდა დაეტოვებინათ.