მონიკა ბელუჩიმ Bazaar Vietnam-ის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიისთვის მან ბრენდების, Alaia, Rabih Kayrouz, Sportmax და Ashi-ის საოცრად შთამბეჭდავი „ლუქები“ მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ფოტოსესია შთაგონებული იყო მარია კალასის შესახებ გადაღებული ფილმით, „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“, რომელშიც ბელუჩიმ ლეგენდარული არტისტის როლი შეასრულა.










