LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახლები აღარ დგას დღეს უკვე, ჩაცვივდნენ უბრალოდ, მიწაში იმარხება ნელნელა შუქრუთი და ითხვისი – მარიამ ნიკურაძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

„მოკლებულნი ვართ კომპეტენციას, განვახორციელოთ კვლევები“ – რას პასუხობს გარემოს ეროვნული სააგენტოს შუქრუთის მოსახლეობას

დაპოსტა 2024/05/15-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ადგილობრივები 63-ე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შეისწავლა თუ არა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შუქრუთში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოა თუ არა მოქალაქეებისთვის იქ ცხოვრება და როგორია გარემოზე მიყენებული ზიანი.

გარემოს ეროვნული სააგენტო „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოკლებულნი არიან კომპეტენციას, განახორციელონ კვლევები შუქრუთის ტერიტორიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ „აღნიშნული ტერიტორია განთავსებულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებულ არეალში“.

„თქვენი წერილის პასუხად, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად არსებული მდგომარეობის თაობაზე მომზადებული დასკვნების/ინფორმაციის მოწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია განთავსებულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებულ კონტურში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ და აღნიშნული უწყება უზრუნველყოფს ლიცენზიანტის მიერ პირობების შესრულების მონიტორინგს. შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო მოკლებულია კომპეტენციას, განახორციელოს კვლევები თქვენ მიერ განცხადებით მოთხოვნილ არეალში“, – აღნიშნულია სააგენტოს პასუხში.

შეგახსენებთ, შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლის სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირებას ითხოვდა. პროტესტის შედეგად 2021 წელს კომპანიასა და შუქრუთელებს შორის შეთანხმება შედგა.

საიას ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა განესაზღვრა „ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობა და აღსრულების პირობები“. შუქრუთელები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს. საიას ცნობით, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.

„ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ განუცხადეს, რომ შუქრუთის მოსახლეობასა და მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. მათივე მტკიცებით, იმ პირების 99%-მა, ვინც „ჯორჯიან მანგანეზთან“ ხელშეკრულება გააფორმა, კომპენსაცია აიღო.

შუქრუთელები 63-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ სოფელში კომპანიის საქმიანობას. მათი განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებს. მოსახლეობის თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და საფლავები, ადგილზე ცხოვრება კი უსაფრთხო არ არის. ისინი მოითხოვენ, რომ კომპანიამ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთანავე, ითხოვენ, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება მიეცეთ.

bpn.ge

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ქა­რე­ლი-აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩქა­როს­ნულ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მა­მა­კაცს ფეხ­ზე გა­და­უ­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თლის ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე რკი­ნიგ­ზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ფეხი ლი­ან­და­გებს შო­რის მოყ­ვა და წა­იქ­ცა. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 275-ე...

დაწვრილებითDetails

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო
მთავარი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეარხის, „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას მესამედ, უკვე ერთი წლით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. გადაწყვეტილებას, რომელიც არხს დღეს, 29 ივნისს გაუგზავნეს, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails

ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბატონი გივი ბასილაძის გარდაცვალების გამო...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო- ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა. - ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები...

დაწვრილებითDetails

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ჩხრეკა მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის...

დაწვრილებითDetails

სოფელ გომბორში დაკარგული კაცი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
სოფელ გომბორში დაკარგული კაცი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში დაკარგული 77 წლის ელიბო ხიზანიშვილი ცოცხალი იპოვეს. ოჯახის წევრების განმარტებით, მამაკაცი, ტყეში გადაადგილებისას, რთულად მისადგომ ადგილას ჩავარდა და დამოუკიდებლად ამოსვლა ვეღარ შეძლო. ხიზანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია....

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.   ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც უნალექო დღეა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"