ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 მაისიდან თუ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 მაისს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თემაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
მანამდე კი, 10 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლება სიტუაციის “სერიოზული შეზღუდვების გარეშე” კონტროლს ახერხებს. “მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია“, – თქვა ნათია თურნავამ.
ამ დრომდე, ქვეყანაში, უკვე 180 დღეა, კომენდანტის საათი მოქმედებს – მოქალაქეებს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გვეკრძალება.
როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის – შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ.









