LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოზარდებში თამბაქოს მოხმარების საგანგაშო ტენდენცია: სპეციალისტები გამკაცრებულ რეგულაციებს მოითხოვენ

მოზარდებში თამბაქოს მოხმარების საგანგაშო ტენდენცია: სპეციალისტები გამკაცრებულ რეგულაციებს მოითხოვენ

დაპოსტა 2024/09/30-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „თამბაქოს/ნიკოტინის სხვადასხვა ნაწარმის მოხმარება მოზარდებში: გამოწვევები და პასუხი საქართველოში“ – ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

როგორც ალიანსში აღნიშნავენ, ბავშვებსა და ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მუდმივი ზრუნვის საგანია, თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების აგრესიული მარკეტინგის მთავარი სამიზნე სწორედ მომავალი თაობაა.

„შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა 2024 წელს ჩატარებული „ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი“ (ESPAD) წინასწარი შედეგები.

კვლევის მონაცემების თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში შემცირებულია ტრადიციული სიგარეტის მოხმარება როგორც სიცოცხლის, ასევე უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარება სიცოცხლის განმავლობაში – 40% (2015 – 19%, 2019 – 32%) და უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში – 15% (2015 – 7%, 2019 – 9%); მზარდი ტენდენცია აქვს გასახურებელი თამბაქოს მოხმარებას სიცოცხლის განმავლობაში – 11% (2019 – 8%).

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოადგინა სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის შედეგები. 2024 წლისთვის შიდა ხილვადობის წესების დარღვევა 10.8%-მდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა ელ. სიგარეტების გამოფენის შემთხვევები. უმნიშვნელოდ, 9.4%-მდე გაიზარდა სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის დარღვევები (2023 წელს 8.8%). ამასთან, სოციალურ ქსელებში ცნობადი სახეები ელექტრონული სიგარეტის აქტიურ, უკანონო პოპულარიზაციას ეწევიან.

შეხვედრაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის მიმდინარე პოლიტიკა და შეჯამდა უკანასკნელი წლების განმავლობაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიც. აღინიშნა, რომ შესუსტდა თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და არსებული კანონმდებლობის აღსრულების, ისევე, როგორც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაძლიერების ინიციატივები. კერძოდ, რამდენჯერმე გადავადდა თამბაქოს ნაწარმის სადა (იგივე სტანდარტიზებული) შეფუთვით რეალიზაციის მოთხოვნის ამოქმედების ვადა; გამარტივდა სტანდარტიზებული შეფუთვის ტექნიკური მოთხოვნები და დაწესდა კონკრეტულ პროდუქტებზე მორგებული გამონაკლისები; განახევრდა გადასახადები თამბაქოს ცალკეული ნაწარმებისთვის; შესუსტდა თამბაქოს ნაწარმის შეფუთვებზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანის წესები; ასევე, რამდენჯერმე შეფერხდა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ ნორმატიული აქტის მიღების პროცესი, ისევე, როგორც გაჭიანურდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის ოქმზე მიერთების საკითხის ინიციირება და კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების დროულად მიღების პროცესი.

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიას დამსწრე საზოგადოების და ექსპერტების მონაწილეობით. საგანგაშოდ შეფასდა ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენციები და თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებაში. ცალსახად გამოიკვეთა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის აკრძალვის, დასუსტებული კანონმდებლობის და თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულაციების თვისობრივი გაძლიერების აუცილებლობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით საკანონმდებლო ორგანომ და ხელისუფლებამ უნდა განიხილოს შემდეგი ღონისძიებების გატარება:

არომატებისა და დანამატების (გარდა თამბაქოს არომატისა) აკრძალვა თამბაქოს/ნიკოტინის ყველა ნაწარმში.ნიკოტინის შემცველობის 95%-ით შემცირება თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმში.2010 წლის შემდეგ დაბადებულთათვის თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა 2028 წლიდან, მათი სრულწლოვნების ასაკიდან.თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ზღვრული ასაკის ყოველწლიური ზრდა.ლიცენზირების შემოღება არა მხოლოდ კონკრეტული თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, არამედ ყველა სახის თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობასა და იმპორტზეც.შემდგომში ლიცენზირებული სავაჭრო ობიექტების რაოდენობის 95%-ით შემცირება 2040 წლამდე.თამბაქოს/ნიკოტინის ყველა ნაწარმზე გადასახადების გათანაბრება და სისტემატური ზრდა, ვიდრე მოხმარება არ შემცირდება 5%-მდე.თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან მიერთება.თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზება და სამედიცინო გაფრთხილებების დადგენა გამონაკლისების გარეშე.აღნიშნული ღონისძიებების გატარებით მნიშვნელოვნად შემცირდება თამბაქოს მოხმარება მოზარდებში და გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"