LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროკავშირი თანახმა არის რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის გამოიყენოს

ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ მოუწოდებს

დაპოსტა 2024/12/10-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ევროკავშირის პრესსპიკერი აღნიშნავს, ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული.

“თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ. დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, ასახული წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს. ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღაებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული მამაკაცი ქსელურ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან თანხას ითხოვდა. მაღაზიაში მყოფმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცმა მაღაზიიდან თანხის...

დაწვრილებითDetails

მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ რომ, ეს მარიხუანა არ არის?! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს და აფრთხილებს საზოგდაოებას ნივთიერბასთან დაკავშირებით, რომელიც სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევია. „მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, უბედურ შემთხვევას ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა 10 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ერთ-ერთი გოგირდწყალბადის წყაროს მიმდებარედ მოხდა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა. „როდესაც დედა ერთ-ერთ შვილს ტანსაცმელს...

დაწვრილებითDetails

პირი მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას დაეუფლა – ბრალდებული დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2...

დაწვრილებითDetails

არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციები საქართველოში – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე,...

დაწვრილებითDetails

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად  გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

ბენზინი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
ეკონომიკა

საქართველოში ბენზინი ისევ ძვირდება -  ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულება ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საშუალოდ...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ბათუმი ულამაზეს ლიზი მოისწრაფიშვილს გლოვობს. ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „ჩემო ფერია! შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი. შენ არ დადიოდი დედამიწაზე,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია იმერეთში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

ქურდული გარჩევები იმერეთის რეგიონში. 4 პირი დაკავებულია, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.   ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან
მთავარი

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი - დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.   1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"