საქართველოში ბენზინი ისევ ძვირდება – ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე.
- მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულება ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საშუალოდ 11-13%-ით გაიზრდა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, პროგნოზები კიდევ უფრო მძიმეა, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას?
ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციზის დროებით გაუქმება ერთ-ერთი გამოსავალია, რაც ბენზინზე ფასს მინიმუმ ერთი ლარით შეამცირებს, თუმცა ამ ნაბიჯს მათივე თქმით, “ოცნება” არ დგამს.









