LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ – ორგანოზაციები ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების დაშლას ეხმაურებიან

დაპოსტა 2020/11/16-ში
A A
315
ნახვა
გაზიარება

2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ ორგანიზდებიან და აპროტესტებენ გარემოზე ჰესის მაღალი ზეგავლენისა და ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებას,სახელმწიფო კი, მათთან დიალოგის ნაცვლად, პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალას იყენებს და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ადგილობრივების სამართლიანი წინააღმდეგობის დაძლევას.

რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრებლები უკვე 21-ე დღეა ნამახვანის ჰესების კასკადის  მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მოწინააღმდეგეები ადგილზე მორიგეობის დაწესებით ცდილობენ მშენებლობის პროცესის შეჩერებას და ღამეს კარვებში ათევენ. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს, რომელსაც კომპანია მოსამზადებელი სამუშაოების სახელით ახორციელებს. თუმცა, ამ დრომდე კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი არსებითი ხასიათის დოკუმენტაცია და ექსპერტული კვლევები მშენებარე ჰესის ზეგავლენის შესახებ, თუმცა, მის მიერ დაწყებული ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები არსებით ჩარევას გულისხმობს და მნიშვნელოვნად გარდაქმნის ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს.  ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას და საკუთარი წუხილების გაზიარების შესაძლებლობას ითხოვს, თუმცა, დიალოგის პროცესის დაწყების ნაცვლად, ადგილობრივების განმარტებით, ხეობაში 100-მდე პოლიციელი მობილიზდა და აქციის მონაწილეები, მათ შორის, ხანდაზმულები, ქალები და ბავშვები, ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა სავალი გზიდან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციასა და ადგილობრივებზე დაყრდნობით, პოლიციასთან დაპირისპირების პროცესში აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ნამახვანი ჰესების კასკადის  მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტია და მისი  დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მგვტ.-ს შეადგენს. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. კომპანიის[1] მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვასთან, რაც ძირითადად გამოწვეულია 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობით.[2] იქვე აღნიშნულია, რომ პროექტი ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელია, წყალსაცავის წყლით დაიტბორება და ფიზიკურ განსახლებას ექვემდებარება 100 ოჯახი. კიდევ უფრო მეტი ოჯახი დაექვემდებარება პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას.[3] ამასთან, პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკიც; ექსპერტების შეფასებით, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის  მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, მაშინ, როცა რაჭაში 1991 წელს 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ არ უზრუნველყო პროექტის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება[4], შესაბამისად  ნამახვანი ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ გამოკვლეული არ არის. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება[5] გასცა და ნებართვის მფლობელს კრიტიკულად  მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.[6]

ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც[7], თავის მხრივ, ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც, მშენებლობის ნებართვითა და  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის  კვლევები  და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს. 

იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს არაერთი კრიტიკული დასკვნა და შეკითხვა აქვთ როგორც ჰესის მშენებლობის  კანონიერების, ისე მისი უკიდურესად მაღალი ზეგავლენისა და რისკების შესახებ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა გაუმჭვირვალედ და ამ შეკითხვებისა და მოსაზრებების იგნორირებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.[8] ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებსა და მშვიდობიან პროტესტზე პასუხად რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპოლიციო ძალის მეშვეობით ცდილობს ადგილობრივების პროტესტის ჩახშობას, რითაც უხეშად არღვევს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

– შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან, ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი;

– უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე;

მოვუწოდებთ სასამართლოს:

– უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვა, რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს:

– აქტიურად დაინტერესდნენ ნამახვანის ჰესის პროექტის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების მხარდაჭერისა და ნამახვანის ჰესის მშენებლობის პრობლემურობის დღის წესრიგში დაყენების მიზნით;

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

მწვანე ალტერნატივა;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   „9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ
მთავარი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეებმა „მოაზროვნეს“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს!  გაბრიელ კაპანაძემ (III კლასი) მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი
მთავარი

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე გველესიანი გარდაიცვალა. სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს: "ისტორია მხოლოდ წარსულის მატიანე როდია, იგი ადამიანების ნააზრევითა და ღვაწლით იწერება, ის ვინც ეპოქას...

დაწვრილებითDetails

არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების პირველი რაიონული სამსახურის 0131 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ზოგადი სისუსტე. ბრიგადა გამოძახების მისამართთან ახლოს იმყოფებოდა და ადგილზე 2 წუთში მივიდა, სადაც 68 წლამდე მამაკაცი უკვე უგონო მდგომარეობაში...

დაწვრილებითDetails

“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ელ-ნი­ნი­ოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, მის­მა გაძ­ლი­ე­რე­ბამ შე­საძ­ლოა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვი­ოს...

დაწვრილებითDetails

თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს
მთავარი

"სომ­ხე­თის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა კავ­კა­სი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი მმარ­თვე­ლის, თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა...", - სომ­ხე­თის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა...

დაწვრილებითDetails

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზული ხალხია. „ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, დაღუპულია 8 ბავშვი – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი

აშშ-ის ლუიზიანა-ს შტატში მომხდარმა შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთაგან შვიდი მისი ბიოლოგიური შვილი...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. „6 ივლისი, 2026 წლის ახალი ჩანაწერი ( წინასწარმეტყველება) იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არა მარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"