ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ფაქტს ადასტურებენ მესხიშვილის თეატრში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით კი მას განცხადება დააწერინეს , რადგან ახლად დანიშნულმა გიორგი თავაძემ მასზე დაკისრებულ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.
თავაძე მესხიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წლის გაზაფხულზე კონკუსის შედეგად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 4 წელი უნდა ყოფილიყო.
დროებით აქვს შეჩერებული უფლებამოსილება თეატრის დირექტორს სულხან გოგოლაშვილს . ჯერ უცნობია რა ბედი ელის მას.