“გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით გამოიკითხა 987 რესპონდენტი“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო.
პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:
“ქართული ოცნება” 44.7 – “ნაციონალური მოძრაობა” 32.6 – “პატრიოტთა ალიანსი” 3.1 – “საქართველოსთვის” 2.9 – “სტრატეგია აღმაშენებელი” 2.6 – ‘გირჩი – მეტი თავისუფლება” 2.5 – “ლელო” 2.3 – “ევროპული საქართველო” – 2.2 – “მოქალაქეები” 1.5 – “ლეიბორისტული პარტია” 1.5 – გირჩი 0.4 – “ერთიანი საქართველო” 0.4 – სხვა პარტიები 3.3;
ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგით რომ დასრულდეს, 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია გადალახავდა, 28 მანდატი კი მათ შორის შემდეგი პროპორციით განაწილდებოდა:
“ქართული ოცნება” 16 მანდატი – ‘ნაციონალური მოძრაობა” 11 მანდატი – “პატრიოტთა ალიანსი” 1 მანდატი გივი მიქანაძემ ასევე, წარმოგიდგინა ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილი მონაცემები: – იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) 50.3 პროცენტი – ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) 37.8 პროცენტი – სხვა კანდიდატები 11.9 პროცენტი “როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს კარგი შანსი, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ










