ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების შესვლას ითხოვს.
“იგი დაუყოვნებლივ მოითხოვს, ცენტრ “ემპათიას” მიერ გაკეთებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას.
ჩემი თვალთახედვით, როგორც კი პირველადი სისუსტეები ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა.
ეს მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც.
მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპერვტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.