მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს:
“როგორც იქნა, აღიარა სიმართლე.
არადა, ყოველთვის კარგი სპეციალისტი იყო და მეგონა, რომ აქამდეც იტყოდა, რაც არის სინამდვილეში.
აი, რატომ იღუპება ამდენი ხალხი!
ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
“საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში… გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა”, – ასეთი განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.










