საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი შევიდა.
ნიკოლოზ ყიფშიძე ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ის სააკაშვილთან შესვლის ნებართვას 48 საათის განმავლობაში ელოდებოდა.
მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აშშ-დან ჩამოვიდა.










