LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ თავისუფლება, ასე უნდათ დამოუკიდებლობა-მეუფე იაკობი

მიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ თავისუფლება, ასე უნდათ დამოუკიდებლობა-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2024/05/06-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი. გიორგობა.
მეუფე იაკობის ქადაგება

-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
ყველას გილოცავთ, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს აღდგომას და მადლობა ღმერთს, რომ სიკვდილი დამარცხებულია! სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და საუკუნო ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს მოანიჭა. მთავარია ჩვენ რას გადავწყვეტთ. ღმერთი არ გვეკითხება ვის მოავლენს ამ ქვეყანაზე და ვის არა. მოგვავლინა და გვეუბნება: არის ასეთი გზა, სწორ არჩევანს გააკეთებთ-მოხვდებით ჩემთან, არასწორ არჩევანს გააკეთებთ, /ეს ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა არჩევანი/ მაშინ მოხვდებით იქ სადაც თქვენ გინდათ. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ყოველთვის ვეძიებდეთ ღვთის ნებას, ანუ რა არის სათნო ღვთისათვის.
ახლა ბრწყინვალე შვიდეულია და როცა ბრწყინვალე შვიდეულია გვაინტერესებს რა დღეებია და რა უნდა ვაკეთოთ ამ დღეებში. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე ისეთივე დიდია, როგორც აღდგომის დღე, ფაქტიურად აღდგომის დღეებია და ამ დროს, შეხედეთ, როგორ არის დაწესებული ღვთისაგან ეკლესიაში-არც ჯვრისწერები აღესრულება წესით, ამ პერიოდში, თუ მართლაც მართლმორწმუნეები ვართ და გვესმის ყველაფერი, არც სახლის კურთხევაზე ვუძახით სამღვდელოებას, ნათლობასაც მანამდე ვატარებთ. ეს დღეები ისეთი დღეებია. იტყვით, რატომო? ამაზე დიდი სიხარული, რაც ღვთის აღდგომაა, არავის არ უნდა ჰქონდრეს. სახლს, რომ აკურთხებ შეიძლება მერე აღდგომის სიხარული არ გქონდეს, გეგონოს რომ ძალიან დიდი რამე გააკეთე.
აბა შეხედეთ, ეკლესიაშიც ლოცვებიც როგორ იკითხება, ჟამნობებია და როგორი შემცირებულია საერთოდ ლოცვები. ძალიან შემცირებულია, იმიტომ რომ დიდი ღვაწლის შემდეგ ღმერთს უნდა, რომ ადამიანმა ის სიხარული იგრძნოს, რაც აღდგომას მოჰყვება თითოეული ჩვენთაგანისათვის. სხვა რამით, თუ შეგიძლია, რომ დაკავებული არ იყო, არ უნდა იყო დაკავებული. შენი დრო ღმერთზე ფიქრს მოახმარო, აღდგომილი მაცხოვრის ჭვრეტას, ძალიან დიდ მადლს მიიღებ მაგ დღეებში. ამ დღეებში არ შეიძლება აქცენტის სხვა რაღაცეებზე გადატანა.
მე გეტყვით ერთ მაგალითს. აი, როდესაც ურჯულო შაჰაბაზი შემოესია საქართველოს და დაპყრობა უნდოდა, ჩვენი კახეთი, როგორ ააოხრა, ქართლი კახეთი, რამდენი დახოცა, რამდენი გადაასახლა, ის შეიძლება ირანელებისთვის დიდი იყოს მაგრამ ჩვენთვის არის უვარგისი და ძალიან ცუდი, ნებისმიერი დამპყრობელი ვინც არ უნდა იყოს ჩვენთვის არის უვარგისი და მიუღებელი. ძველი, თუ ახალი. მნიშვნელობაარ აქვს. იმიტომ რომ ქართველები ღმერთის ერი ვართ, თავისუფალი ერი ვართ და არავის მონობაში არ უნდა ვიყოთ. და შეხედეთ, ექვსი ათასი ბერის ისტორია ვიცით, რომლებიც გარეჯას უდაბნოში, დიდ ლავრაში .მოღვაწეობდნენ. ისინი შეიკრიბებიან და ღმერთს თხოვენ. დაინახავენ, რომ ლაშქარი მოდის. არ გაიქცევიან, წირვას არ შეწყვეტენ, ღმერთო ზიარება მიგვაღებინეო. მიიღეს ზიარება და არ გაქცეულან, მაგრამ დახოცეს ყველა და როგორც წმ. გიორგი, წმ. გიორგის ხსენებაა დღეს, დიოკლიტიანემ სიკვდილით ვერაფერი ვერ დააკლო, პირიქით, დიდმოწამე წმინდანთა რანგში აღირიცხა ისევე, როგორც 6000 ბერი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვინმე სხვა რაღაცა საქმეებისთვის მოგვიწოდებს, ან არ ესმის, ან არადა შეგნებულად უნდა, რომ ქრისტეს დაგაშოროს. ამიტომ შევეცადოთ და არავინ არ იფიქროს დღევანდლამდე მოგვიტანია საქართველო, ვიღაცამ არ იფიქროს, რომ დღეს იმან უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი.ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს იქ ვიყავი და წინა ხაზზე, თუ იყო მტერთან შეგებება ჩვენ ვეგებებოდით.
მიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ თავისუფლება, ასე უნდათ დამოუკიდებლობა, არ უნდათ ვინმეს მონობა, მაგრამ ისიც იფიქრე: მონობისკენ მიდიხარ, თუ არ მიდიხარ, იქნებ რაშია საქმე. იმიტომ, რომ ეკლესია არ დაუშვებს მონობას. არ დაუშვებს დამოუკიდებლობის დაკარგვას. სად იყო სახელმწიფო, როდესაც ეკლესია გახდა ავტოკეფალური და რომ გახდა მაგით მოვიტანეთ დამოუკიდებლობა, და ნოე ჟორდანიასავით უვარგისმა კაცმა და მთავრობამ ის გააკეთა, რომ კიდევ ჩააბარეს, რუსეთს ჩააბარეს მაშინ. ამიტომ ეკლესია, ყოველთვის იყო, მით უმეტეს უწმინდესის ხელშია და რომელიმე პოლიტიკოსი მაჩვენეთ, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის, რომ ჩვენსავით სისხლი დაეღვაროს. აი, პირადად მეც სისხლი მაქვს დაღვრილი, ჩემი სამეგობროს ძალიან ბევრი ადამიანი იქ იყო და ისინი არ მახსოვს. ზოგი ჩამოდიოდა და უბრალოდ, აჩვენებდნენ შევარდნაძის პერიოდში რომ ჩამოდიოდა და მეტი არაფერი. არც უომიათ და არც არაფერი გაუეთებიათ.
ჩვენ არც ომი გვინდა, არც არაფერი, ჩვენ გვინდა ამ დღეებით გავიხაროთ. ძალიან გთხოვთ, ეს ერთი კვირა ვიყოთ ისე, რომ ღმერთს მადლიერებით გადავუხადოთ, ის რომ მოვიდა, ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა, სისხლი დაღვარა და გამოგვისყიდა თითოეული ჩვენთაგანი და მადლიერებით გადავუხადოთ ეს. მერე რისი გაკეთებაც გინდა ყოველთვის მოასწრებ ადამიანი. არ მგონია, რომ ეს დღეები ღმერთმა მიგვატოვოს. არც მერე მიგვატოვებს. ყველაგერი აბსოლიტურად კარგად იქნება, განვვითარდებით და მთავარი რა არის ქართველისთვის, ქართველი ყოველთვის ცდილობდა ქრისტესთან ურთიერთობა არ დაეკარგა, რაც არ უნდა კავშირებში შეხვიდე, თუ ღმერთი მიატოვე, უვარგისი ხარ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ღმერთი არ მივატოვოთ და საუკეთესო კავშირებში ვიყოთ, ვინ გვიშლის.
ჩვენ ნათესავი ამ ქვეყანაზე ერი არა გვყავს. ქართველთა ნათესავი მხოლოდ ღმერთი და დედაღვთისმშობელია. წმ. გიორგია, წმ. ნინო… არც ერთმაერმა არ დაიბრალოს ჩვენი ნათესაობა. ჩვენც ნუ დავაბრალებთ ვიღაცეებს, რომ გადაგვარჩენენ. წინა საუკუნეშიც გვიღალატეს, ყოველთვის გვღალატობენ და ისე უნდა იყოს, რომ ვფიქრობდეთ ქართვრლები რა არის ჩვენი მომავალი. ჩვენ ახალგაზრდებს დავლოცავ, შუახნის , ძვეგაზრდებს, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველა გაგახაროთ და არა არც ერთ დამპყრობელს ვინც არ უნდა იყოს. არა იმ ხალხს, ვინც ქრისტესთან დაშორებას გადაგვაწყვეტინებს, ამიტომ შეხედეთ რა, ძალიან ცუდად ვიქცეოდით, დიდ მარხვაში ყველანი ალბათ. არ გეგონოთ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ვამბობ. ალბათ ყველანი. იმიტომ რომ ჩვენმა ლოცვამაც არ გაჭრა სხვანაირად რომ ყოფილიყო, მძიმე კვირაშიც და დღეს მაინც, მადლიერებით გადავუხადოთ ქრისტეს, იმიტომ რომ ყოველთვის გვიცავდა სხვები თუ ვერ გვიცავდნენ.
რამდენ რამეს გვთავაზობდნენ, გაგვეყიდა სარწმუნოება და მოგვეპოვებინა კეთილდღეობა. ჩვენს წინაპრებს არასდროს არ დაუთმიათ, დღესაც, ხო, რა არის კეთილდღეობა? ქრისტეს გარეშე, ჩვენთვის ქართველებისთვის არის? მამა-პაპის საფლავების გარეშე რამე არის ჩვენი ცხოვრება? დღეს კიდე, ძალიან ადვილად მივატოვებთ, ხოლმე შინაურების საფლავებსაც, გავრბივართ უცხოეთში და ამით, რა ხდება? მე ვისურვებდი, რომ ყველა ქართველი, ვინც ქართველად რჩება დაბრუნებულიყოს საქართველოში. ვინც უცხოეთშია, ისე ყოფილიყოს, რომ ჩავდივართ, ხო სხვა ქართველებისთვის გზა გაეკვალოს, დახმარებოდეს ისეთ რამეში, რასაც მარტო უცხოელებთან ვერ შეძლებდა. ზოგი გარეთ გვეყოლება, მაგრამ ღმერთმა ინებოს რომ ძირითადად ქართველები დავბრუნდეთ საქართველოში, ყველა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცავ, ახალგაზრდობას მივულოცავ, ყველას მოგილოცავთ, დავფიქრდეთ და ქრისტეზე წინ არაფერი არ დავაყენოთ, საქართველო თავისუფალი ვერასოდეს ვერ იქნება, ვერც რუსეთისგან დაიხსნი და ვერც სხვა დამპყრობელისგან, თუ ღმერთი მიატოვე, ეს გვახსოვდეს ყველას და ვინმემ ერის მამობაზე თავი არ დადოთ, თუ რამე იყო ჩვენი ეკლესია, პატრიარქიდან დაწყებული და თითოეული ჩვენთაგანით დამთავრებული, უმეტესობა მაინც, დიდი წილი, სამშობლოსათვის ვდებდით თავს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ვიყოთ ისე, რომ დავტკბეთ ამ დღეებით და მადლიერების გრძნობით ქრისტეს მიმართ და აუცილებლად შეგვეწევა, ვერანაირი მტერი მოგვერევა, აფხაზეთსაც დავიბრუნებთ იცოდეთ, ცხინვალის რეგიონსაც დავიბრუნებთ და კიდე თუ რამეა დასაბრუნებელი სხვებსაც გადავხედავთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.
-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
-ქრისტე აღდგა! -ჭეშმარიტად აღდგა!
ოჯახები დაგილოცოთ ღმერთმა და ყველა ის ადამიანები ვისაც უყვარხართ და ვინც გიყვართ, ვისთვისაც ლოცულობთ და ვინც ლოცულობს თქვენთვის, ვისთვისაც ზრუნავთ და ვინც ზრუნავს თქვენთვის.
გაიხარეთ!
სიღნაღის წმ. გიორგის სახ. ტაძარში
06.05.2024

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ყვება რა მოხდა რესტორნში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ
მთავარი

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"