პოლონეთში გაუჩინარებული 24 წლის დიტო ხალხელაურის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ გარდაცვლილია.
მამიდის, მარიკა გერგიშვილის განმარტებით, მას პოლონეთიდან აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ნივთები, მდინარის პირას იპოვეს და ის გარდაცვლილი უნდა იყოს.
„ახლახანს ჩვენმა ნათესავმა ბიჭმა დაგვირეკა, რომ დიტო სავარაუდოდ, გარდაცვლილია, რადგან მისი ნივთები მდინარის პირასაა ნაპოვნი. ახლა ელოდებიან მყვინთავები, რომ ცხედარი ნახონ. შევიდა და დაიხრჩო, თუ ვინმემ მოკლა, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ესაა, რაც ამ წუთებში ვიცით და ველოდებით რას შეგვატყობინებენ“,- განაცხადა გერგიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ დიტო ხელხელაურ ვარშავაში, ერთი კვირაა ეძებენ. ის, პოლონეთში სამუშაოდ, ოთხი წლის წინ წავიდა.










