ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 9 წლის ანასტასია იყო, დედასთან ერთად. მას მასწავლებელი იხსენებს.
„12 საათზე მოვიდა ამბავი, რომ სადაც ანასტასია ცხოვრობდა, ის სახლი ჩამოინგრაო… არ ვიცი ეს დღე როგორ გავიარეთ, ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი.
ანასტასია იყო ძალიან ლაღი, თავისუფალი, საყვარელი ბავშვი. პატარა სიფრიფანა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება უყვარდა. ხშირად საუბრობდა თავის დედაზე და უნდოდა მისი მსგავსი ყოფილიყო. სულ ამბობდა – ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად. მისი ლამაზი დედიკო… ახლა სულ ახალგაზრდა იქნება.
მეოთხე კლასელი იყო“, – აცხადებს პედაგოგი.









