უფროსი სერჟანტი გოჩა დანელია
გოჩა დანელია 9აგვისტოს, ცხინვალში დაჭრილი მეომრების გამოყვანისას დაიღუპა?❤️
თეა დანელია, ძმის მეუღლე: „2008 წლის 5 აგვისტოს სახლში იყო, მეგობრებთან ერთად. სწორედ, იმ დღეს დაურეკა მეთაურმა. 7 აგვისტოს კი დედამისისთვის მიუწერია. ,,ქეთევან, აბა ჰე და აბა ჰოო“…მას მერე არაფერი ისმოდა…
9 აგვისტოს გოჩას ტელეფონიდან ვიღაც ოსმა დამირეკა, დამტვრეული ქართულით, რომ ვკითხე ცოცხალია-მეთქი?
მიპასუხა, რომ გოჩას თავს მოაჭრიან.
მე გაშეშებული ვუსმენდი, ის კი იქედან შეურაცხყოფას მაყენებდა.
თან ისიც მითხრა, მალე საქართველოს გავთელავთო.??? ილანძღებოდა, სანამ ტელეფონი არ გაეთიშა.
მხოლოდ მოგვიანებით, 8 თვის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გავარკვიეთ მისი დაღუპვა(თეა დანელია)?
დიდება გმირებს!
წყარო: ატოცი ლაივი