“მომსახურების ყველა სფეროში ხარისხი უდაბლესია! გუშინ ჩემს ძაღლს გავუკეთეთ ეხო, სულ 2 ლეკვი დარჩა მუცელშიო. სახლში 2 ჯერ გავუკეთეთ დამაჩქარებელი, რომ ლეკვები არ დაღუპულიყვნენ დიდი ინტერვალების გამო, მოკლედ ბოლოს საკეისროთი გაირკვა, რომ 1 ლეკვი ყოლია და არა 2!!! ტყუილად ვაწამე ჩემი გოგო!
მინდა მივიდე იმ კლინიკაში და თავი გავუსიო იმ დეგენერატს!! ერთი ძაღლი ორად რომ მოეჩვენა და ამის გამო რა დღეში ჩაგვყარა ამ უვიცმა!! ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ: ინვესტიციები, კონკურენცია, ცოდნის იმპორტი, განათლების რეფორმა და სასამართლოს რეფორმა, თუ არადა, ყოფით დონეზე ძალიან ცუდი სერვისები ადამიანურ ტრაგედიებში სულ უფრო და უფრო მეტად გადაიზრდება, ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს უვიცების და კორუპირებულების ხელისუფლება !!” – წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში.









