7 წლის მიშა მარიუპოლიდან არის. ის 2014 წელს დაიბადა, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო.
მარტში მას დედა გარდაეცვალა, მამა 3 ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. მიშას და მის ოჯახს სარდაფში ეძინათ, როდესაც ბომბავდნენ. მამამ ნიჩაბი აიღო და სარდაფიდან მეორე სარდაფში გადასასვლელი გაეთხარა – ისინი გადარჩნენ.
კითხვაზე, რაზე ოცნებობს, ბიჭმა უპასუხა:
– დედაჩემი რომ გაცოცხლდეს.
– სხვა რაზე?
იფიქრა და თქვა:
– მეტი არაფერია საჭირო“, – წერს უკრაინული მედია Unian-ი.