„ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა – იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის, ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიცია ფრთხილობდა მოქალაქეები ზედმეტად რომ არ დაზიანებულიყვნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, საუკეთესო სტანდარტებზე მეტად, მათ შორის, აქციის მონაწილეების დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდეც, რომ როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, მომენტი იყო დამდგარი, როდესაც შეეძლოთ რეზინის ტყვიების გამოყენება და არ გამოიყენა პოლიციამ. უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვიცით, რა, თუ რა ძალები დგანან ამის უკან, რომლებიც, საერთო ჯამში, მარიონეტად იყენებენ აქციის მონაწილეებს, ძალადობისკენ მიჰყავთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.










