,,ყველას გილოცავთ, ამ დიდ დღესასწაულს თითოეული ქართველისათვის, დედაღვთისმშობლის და წმ. ნინოს ლოცვა კურთხევა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვის გულში მშვიდობა და სიყვარულია.
გაიხარეთ , დღეს არის დიდი დღე, ამ დღეს, 1700 წლის წინ შემობრძანდა წმ. ნინო და ეს არის ყველაზე ძვირფასი დღე თითოეული ჩვენგანისათვის.
თქვენ კარგად იცით, რომ სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში, ძალიან დიდი გზა გაიარა მან. სხვა ქვეყნებიც გამოიარა და ერთადერთი ქვეყანა, სადაც მქადაგებლებს ქართველი ერი არ ეხებოდა, საქართველო იყო, თორემ მაშინ, სადაც კი იქადაგეს მოციქულებმა ყველგან, ან ჯვარს აცვეს, ან თავი მოკვეთეს.
მოციქულთა სწორებიც, სადაც იყვნენ ასევე ყველას მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა.
მირიან მეფე მოაქცია, წარმართობა დამთავრდა ჩვენში და დღეს, ჩვენ ჭეშმარიტი სჯული ქრისტესი გვიპყრია და არ გვიღალატია ჩვენს ერს.
საოცარი ერია ქართველი ერი, ჩვენ არ ვაფასებთ, თორემ უცხოელისგან რატო უნდა გვიკვირდეს. ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა, თუ შინაურმა მეგობრებმა, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ როცა შევიყვარეთ ღმერთი, ვცდილობთ, არ ვუღალატოთ.
ნებისმიერი ცოდვა უკვე ღალატია უფლისადმი, მაგრამ მე სხვა ღალატს ვამბობ, ქართველი კაცი ყოველთვის გაურბოდა იმას, რომ ვითომ სიკეთე მოეპოვებია და თავისი რწმენა შეებღალა. ჩვენ ხომ 100 ათასი მოწამის ერი ვართ. ჩვენ ხომ 6 ათასი ბერის ერი ვართ და ნუთუ შეიძლება ისე ლაპარაკი, რომ რაღაცა დავთმოთ?
შეიძლება, რაღაც დათმო ურთიერთობებში, მაგრამ შენთვის, რომ რაღაცაა ჩვენთვის ის, რაღაცა არ არის. ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ რაც არ უნდა, ვინც არ უნდა შეგვიტიოს, აი, თუნდაც გაერთიანდნენ ახლა, ძალიან გაერთიანდნენ, მთელი ბოროტი ძალა, რომ შეიკრას, მაინც ვერაფერს ვერ უზამს ჩვენს სჯულს.
იმიტომ, რომ იმ ასი ათასის და მრავალის ლოცვა კურთხევა გვიცავს ჩვენ, უფალი გვიცავს და დედაღვთისმშობელი გვიცავს. ამიტომ, როცა ურთიერთობებია, გარეთ ჩვენგან რომ რაღაცეებს ითხოვენ , უნდა გაითვალისწინონ უპირველესი, რომ არ უნდა შეეხონ ჩვენს რწმენას, არ უმდა შეეხონ ჩვენს ურთიერთობებს და მერე ყველაზე კარგი პარტნიორი, მე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხოა მუხთლობა, უცხოა პირისცვლა, მაგრამ როდესაც შენ გიცვლიან რაღაცას, წარამარა გიცვლიან, თვითონაც თავს დაიცავ ყოველთვის.
… ძალიან არასწორად განმარტავენ, ვიღაცეები პოლიტიკაში და კიდე მინდა სეკულარიზმზე გითხრათ. ამდენი წელია ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჰოდა მივმართავ, იმას, ვინც პოლიტიკაშია:
კარგად გაარკვიეთ, რა არის სეკულარიზმი, თორემ ხალხსაც არ ესმის რა არის სეკულარიზმი და მათ ჰგონიათ, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ჩვენი ერისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, თურმე ვერევით. პირიქით ჩვენი ვალდებულებაა.
უცხოეთში წავიდნენ და ჰკითხონ, იმათ ჰკითხონ რაა სეკულარიზმი და ყველა ეტყვის, რომ ჩემი პირადი ვალდებულებაა, იმიტომ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, მძლავრია, სახელმწიფოში ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა ამავე დროს.
ჩვენ თუ არ ვთქვით, აქ, აბა, სამოქალაქო საზოგადოება მარტო ისინი გგონოათ, არასამთავრობოები და სხვადასხვა , თავიანთ თავს რომ უწოდებენ?
ისინიც არიან მაგრამ, ჩვენთან ხომ ყველაა გაერთიანებული და მითუმეტეს ეკლესიას სხვა კონფესიებთანაც ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოში, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ და კარგი იქნება გაერკვეთ, რა არის სემულარიზმი.
ჩვენ არ ვერევით ვინმეს დანიშვნაში სახელმწიფოში, ჩვენთანაც არავის არ ჩავრევთ, ეხლა არც არავინ არ ერევა, თუმცა იყო პერიოდი ცოტა ხნის წინ, ყველაფერს ცდილობდნენ და მადლობა ღმერთს, ხანდახან დგება ხოლმე, როგორც თითოეული ერის ისტორიაში ისეთი პერიოდი, რომ შედარებით სიმშვიდე დგება, მაგრამ სიმშვიდემაც არ უნდა მოგვატყუოს.
მე მინდა შევეხო დღევანდელ სიტუაციას, რა ხდება მსოფლიოში. ჩემი თვალით დანახული მინდა გითხრათ: მე იმ თაობის ადამიანი ვარ, რომლებიც მოესწრნენ საბჭოთა კავშირის დაშლას, მაგრამ საბჭოთა კავშირი ისე არ დაშლილა , ჩვენი თითოეულის წვლილიც იყო.
ჩვენ ისე არ ვართ, რომ ვიღაცამ ფეშქაშად მოგვართვა და ისე დაიშალა. დღეს, რომ საქართველო დამოუკიდებელია, დღეს, რომ საქართველო თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში ცდილობს თავისუფალი იყოს, რაღაც ზედმეტი გავლენებისაგან, ხო? ეს არავის არ ეგონოს რუსის დამსახურებაა, ევროპელის დამსახურებაა ან ნებისმიერი ვინმეს დამსახურებაა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი უდიდებულესობა ქართველი ერის დამსახურება მხოლოდ და მხოლოდ.
თითოეული ქართველის დამსახურებაა ეს, თითოეული მაცხოვრებლის. როდესაც დაიშალა იყო ასეთი დილემა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო ძალიან მონსტრი ქვეყანა, თავის შეიარაღებით, ატომური წარმოებით, იცით, რომ საქართველოშიც იყო, რაღაც დიდი რაოდენობა იმ ატომური იარაღის და საქსრთველომაც უარი ვთქვით, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, ამ პატარა ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი მარაგი იყო ატომური იარაღის და უარი ვთქვით.
აი, უკრაინაზე მინდა შევჩერდე. დღეს მთელს მსოფლიოს, რუსეთ-უკრაინის ამ უსამართლო ომის ქარცეცხლი ყველას აღელვებს და ყველას სტკივა.
ვისაც ადამიანობა აქვს ყველას სტკივა. და რა ხდებოდა. უკრაინას დაჰპირდნენ უაფრთხოებას, ხომ, თუ ატომურ იარაღს დათმობდა. დათმო მან ატომური იარაღი. მაშინ როგორი პერიოდი იყო, ოღონდ გავსულიყავით საბჭითა კავშირიდან, რუსეთის იმპერიიდან და ყველაფერზე თანხმდებოდი ადამიანი, ხო?
გავიდა და 1989 შივე ვიხილეთ, სანამ ჯერ კიდე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, თუ ჩვენს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას როგორ ეპყრობოდნენ და კი იცით ცხინვალის მოვლენების პროცესებით დაიწყეს, სამოქალაქო ომით დაიწყეს და აფხაზეთის ომი მოჰყვა მაგას და კარგად იცით, რომ ეს იყო .
რუსეთმა მოახერხა, რომ ჩვენში შიგნით და შიდა ძალებში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ ჩვენს 20 პროცენტს დავემშვიდობეთ ფაქტიურად, დროებით. მინდა ვთქვა, რომ დროებით. თორემ ეკლესია არ შეეგუება რამის დაკარგვას, ვინც არ უნდა დათმოს, ეკლესია არასოდეს დათმობს.კარგად იცოდეთ, რა. ღვთისმშობლის წილხვედრია და თითოეული გოჯის პასუხიმგებლები ვართ და ამიტომ სხვისიც არ გვინდა და იმპერია არ ვყოფილვართ არასდროს და ყველამ დაინახა, ჩვენთან საქართველოში რომ ეს ნდობის მომენტი აღარ არსებობდა.
2008 წელზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რაც მოხდა და კარგად იცით, საბოლოოდ გააფორმეს ძალადობით, საშინელი ომით წაგვართვეს, ეძინა მსოფლიოს იმიტომ, რომ 90 ოანებში თავიდანვე რომ მივეღეთ ბალტიისლირეთსავით, რომ მოგვპყრობოდნენ, არ იქნებოდა ომი და არც უკრაინაში არ იქნებოდა ომი და უკრაინაც თავისუფალი ძლიერი ქ ეყანა იქნებოდა.
და რა მოხდა, 2008 კიდე არაფერი, თუ კარგად გახსოვთ, თუ ნახულობთ, ხოლმე ინტერნეტსივრცეს, დღევანდელი პირველი პირები, თუნდაც უკრაინაში, მაშინ 2008 წლის ომზე, როგორ დაგვცინოდნენ ქართველებს.
მაშინ თავის თავზე არ ჰქონდათ გამოცდილი და ღმერთმა შუნდოთ. რომ ვნახე გული მეტკინა , არ მეგონა, თუ მასეთი რაღაც იქნებოდა.
როდესაც 2014-ში შეეხოთ თვითონაც და დღეს ახლა არაადამიანური სიტუაციაა ახლა იქ, მსოფლიოს თხოვენ, რომ რაღაც ერთი წესრიგით ვიცხოვროთ. უკვე დაინახა უკრაინამაც, რომ ის წესი, ჩვენ შენ დაგიცავთ, რეალურად მსოფლიოში უშიშროების საბჭო არის გაროში, ვერც იმ ქვეყნებმა დაიცვეს და საბჭოს ქვეყნები ერთმანეთს დატაკებულები არიან და საწყალი უკრაინა რა დღეშია დღეს.
დღეს უკრაინაში, რაც ხდება, ხელფასებს უცხოეთი უხდის, შეიარაღებას უცხოეთი აძლევს. რომ არ მისცენ, დაიპყრობენ, თორემ ომში როგორც რუსის ჯარი არის ძლიერი, ისე უკრაინის ჯარი იყო ძლიერი.
ერთ დღეში , რომ ვერ აიღებდნენ უკრაინას ყველამ იცოდა. ბოლოსდაბოლოს მინდა გითხრა ჩემი აზრი როდის დამთავრდებბა ომი.
სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ ომი არ მორჩება, თუ არადა ნახავთ. დასუსტება რა დონეზე, რომ ევროპაზე შეტევა არ შეეძლოს და სხვისთვის დახმარება არ შეეძლოს. აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი.
რატო დაისაჯა საქართველო? საქართველო დაისაჯა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა უნდოდა, მას უნდოდა თავისუფლება. უკრაინა, რატო ისჯება? იმიტომ, რომ მასაც დამოუკიდებლობა უნდა, თავისუფლება უნდა, ხო.
ნატოში შესვლაზე და ევროკავშირში შესვლაზე რომ არ აპირებდა უარს, პოლიტიკოსები, თუ არ უყურებდნენ ტელევიზორს , მე ვუყურებდი და თვეები იწელებოდა ეს პროცესი. უკრაინის გადასაწყვეტი იყო სად უნდოდა და სად არა და სხვამ არ უნდა გადაუწყვიტოს სად უნდა და სად არა.
არც რუსეთმა, არც ქართველმა და არც სხვამ. ამიტომ ჩვენც ეხლა ქართველები პირველ რიგში ვფიქრობთ ჩვენს მშვიდობაზე. ძალიან მტკივა, მაგრამ რა უნდა გავაკეთო აბა, უკრაინის ომში.
სადაც რამე იყო ,ნატოს მისიები იყო ყველგან დავყავდით ყველგან კვდებოდნენ ჩვენი ბიჭები და რამე განსაკუთრებული მოგვცეს?
20018 წელი იყო, შანსი არ არისო ნატოს წარმომადგენელი რომ გვეუბნებოდა 2050 წლამდე არ მიგიღებთო. თბილისში ჩატარდა შეხვედრა კითხვა მე დავუსვი. პირადად მე. წინათ საქართველოში მოღვაწეობდა და შემდეგ იყო უცხოეთში გადასული. ტვინი, ხომ უნდა გქონდეს, მაგას რომ აპირებდე არც უნდა მითხრა.
ეხლაც მაკრონს აღმოაჩნდა ერთადერთს ვაჟკაცობა და თქვა, რომ სხვა არეალში ხართო და თქვენზე ვერ ვიფიქრებთ ეხლაო და ორ დღეში დასკვნაც მივიღეთ.
ევროპას გასაგებია დღეს ჩვენთვის არ სცალია, უკრაინის პრობლემა მაგის პრობლემაა, იმიტომ რომ არ უნდა რუსი იქ შევიდეს, მაგრამ ჩვენ რას გვემართლებიან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მეტი?
აი, რა უნდა გავაკეთოთ მეტი. აი, ომი რომ დამთავრდება რა უნდა გააკეთოს ქართველმა. შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება. რატომ მინდა ევროკავშირი, რატომ მინდოდა და მინდა ნატო ხომ? მე პირადად მინდა იყოს საქართველო როგორც ისრაელი. სახვეწარი არ გვქონდეს, ხო.
კანდიდატობა რა გახდა რომ არ გვაძლევენ. არ იმსახურებთ? ქართველის სახელით, რომ მელაპარაკებიან გარედან. ქართველი ხალხი ღირსიაო. ქართველი ხალხი ყველა ერთად აბსოლიტურად, ეს პოზიცია და ოპოზიცია არ არის.
ქართველი ხალხი ვართ ყველა აბსოლიტურად. პოლიტიკოსები არა ვართ ჩვენ და სისხლიც დაგვიღვრია. ჩემ მაგალითზე ვიტყვი , არავის დასაყვედრებელი არ ვარ. ქართულ პროცესებში კომუნისტების პერიოდშიც ვიყავი, მაგისთვის ვისჯებოდი , მაგრამ უკან არ დაგვიხევია , არასდროს. რა უნდათ ჩვენგან, რომ სანქციებზე გველაპარაკებიან.
უკრაინას რომ ეხმარებით, საქართველო თუ პარტნიორია, იაფად, რომ მომცე რაღაცეები და გავიდე, რუსული ბაზრიდან, რომ არ იქნება არც საწვავი და არ საკვები რა უნდა ვქნათ?
თქვენ თვითონ შეხედეთ სიტუაციას: მჯიღს ირტყამენ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, უკრაინას, ლოცვით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ვეხმარებით.
20 % ჩვენც გვაქვს დაკარგული. ომი რომ დაიწყოს იმის ილუზია ვინმეს აქვს, რომ ისინი დაგვეხმარებიან იარაღით ან რამით, ისე, როგორც უკრაინას.
იქ , ხომ საზღვარია და ბუფერი გაკეთდება. კიდე რა იქნება, როდის დამთავრდება, ხო? სამწუხაროდ კონტრშეტევებზე საუბარი მიდის თითქმის ერთი წელია. მერეც რა იქნება არავინ იცის, ხო? სანამ რუსეთს არ დაასუსტებენ ბოლომდე ეკონომიურად გაგრძელდება ომი, თავს რაზე ვიტყუებთ. მე მასე მჯერა.
საქართველო არ გიყვარს და უკრაინაზე მელაპარაკები? მე ჩვენებზე ვლაპარაკობ და გარედან კიდე, ეხლა ვიღაცა რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო?
შენ მიხედე შენს საქმეს და თუ არ გინდა ჩვენი მიღება მითხარი, თუ არადა რატო არ გვიღებთ, კანდიდატობა რამეა, სიმბოლურია, მაგრამ საქართველოში ორჯერ რევოლუცია ლამის მოაწყვეს. ხალხის, პირიქით, პოლარიზაციას ახდენენ- აი, არ გვიღებენ.
მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვერ ეტყვიან რუსი ხარ რუსი ხარ. კანონსაც მოსთხოვ, მერე შეასრულე ის კანონიო. რას მატყუებ რა, შენზე მეტი ჭკუა გვაქვს და შენზე მეტი გვინახავს. 3000 წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვართ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ ღმერთით ამაყები ვართ, წელში გამართულები ვართ.
ღმერთს ვადიდებთ და ჩვენი ერი ყოველთვის განდიდებულია. ომშიც კი 100 000 მოწამე მოგვცა და როგორი მოწამე მოგვცა. მივდიოდით და ქრისტეს და ღვთისმშობლის უარყოფა არ გავაკეთეთ, თავი დავხარეთ, და მკლავები ეღლებოდათ, გვკლავდნენ და გვკლავდნენ. ისინი არიან მკვდრები? იცოდნენ რისთვისაც იბრძოდნენ
ამიტომ ქართველთან როცა ვლაპარაკობთ, ვიცოდეთ, რა ვთხოვოთ.
მე ძალიან ბევრი რაღაც მომწონს დასავლეთში, არის რაღაც, არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგოდ რაც არ არ არის ყველაფერს მივიღებ, მაგრამ საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც გინდა მოდიოდეს.
რაც არ უნდა დიდი ადამიანი იყოს ყველა კვდება. და ღმერთმა უნდა განსაჯოს მერე ვინ იცხოვროს და ვინ არა.
თორემ თემურ ლენგი ბევრისთვის დიდი ადამიანია, ჰიტლერი სტალინი ნაპლლეონი და ა. შ. შეიძლება ბევრი ჩამოვთვალოთ. მთავარია ჩვენთვის ვინ არის დიდი ვახტანგ მეფე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, როგორი გმირობა ჩაიდინა, ხო?
ამიტომ ამ ერს წესიერად მოგვეპყარით. და მინდა შიგნითაც მივმართო ჩემს ქართველებს შეგვეწიოს წმ. ნინო. და ასე უცხოელების ასპარეზად ნუ ვაქცევთ, ხან რუსეთის სათარეშო, რომ იყვეს, ხან ირანის, ხან ოსმალეთის.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი თაობა, თქვენ, რომ გიყურებთ, ძირითადად, მონური თაობიდან მოდიხართ სამწუხაროდ, ვინც მასე მოდიხართ, უფროსს ეძებთ, ბელადს ეძებთ, მონას ეძებთ. ზოგი მოსკოვში ეძებს, ხოგი ბრიუსელში ეძებს, ზოგი ვაშინგტონში, ზოგი ანკარაში, ზოგი პეკინში.
საქართველოზე ვიზრუნოთ ყველამ. უსირცხვილოდ გამოდიან და, ჩვენს ეკლესიაზე, რომ კაცი იტყვის რუსულ ორბიტაზეაო, მაგ მართლა რუსები, ვინც მაგას ლაპარაკობს, რუსობას მაგით ფარავენ.
რომელია პატრიარქია რუსი, თუ მე ვარ რუსი. გამოვიდეს და იმათ რუსობას მე გაჩვენებთ. ბრიუსელში რითი იყვნენ ჩასულნი ზოგიერთი წევრი, ის არაფერი არაა არც , ცოტა რაღაცაა, რომ ამბობდნენ ,,არ მიიღოთ” ისინიც გააკვირვეს, ისეთი რამე შესთავაზეს.
ამიტომ ჭკვიანად იყავით. მე ადრეც მოგიწოდეთ ჭკვიანად იყოთ. იმიტომ რომ პასუხის გაცემა ქართველ ხალხთან მოგიწევთ. ჩვენ არ ვართ ლაჩარი ერი , ჩვენ ძლიერი ერი ვართ. წმინდა ნინოს ერი ვართ. შრმოვიდა პატარა გოგო და რა გააკეთა.
ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვეზრდება, საუკეთესო ახალგაზრდობა გვეზრდება და პოლიტიკაში ნუ ვჩეხავთ ყველას. ვიზრუნოთ იმისთვის, რომ აქვე მივცეთ კარგი ცოდნა და განათლება, რომ არ გაგვექცნენ ქვეყნიდან. ჩვენთან ვიყოთ და ჩვენთან დავმკვიდრდეთ, ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ რა, რა თქმა უნდა უცხოელ პარტნიორებთან ერთად.
ეხლა საუკეთესო ურთიერთობები მაქვს ამერიკელებთან, სხვებს უჭირთ მაგრამ ჩემთვის ძალიან ადვილია და ვიცი, იმათთან საუბარში, ხო როცა მყარად ხარ რაღაცაზე, ზედმეტ რამეს არ გკადრებენ ხოლმე. როცა შიგნით გაყოფას ხედავენ ადამიანები, გამყიდველებთან ურთიერთობები უფრო ურჩევნიათ, ვიდრე ძლიერ პიროვნებებთან.
სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ნელ ნელა, ხო, 90-იანების ომი ხომ გახსოვთ, ქართველები ერთმანეთს დაატაკეს და აი, აგენტები თუ არ არიან. დღესაც ჩემზე ხომ იძახიან.
მინდა ახლა ხმამაღლა განვაცხადო. ის იყო შემოგდებული, ჩემზე მხედრიონელს, რომ იძახიან, არა რცხვენიათ? მხედრიონელი მეგობარიც არ მყოლია. თავდაცვის სამინისტროში ბმუშაობდი სულ. უბრალოდ, სხვასავით არ მიყვარს გამოსვლა, ჩემი სახელი რომ იცოდეთ. პირველ პრეზიდენტს რა გაუკეთეს, ხო?
ჩემზე რომ ვერაფერი მოიფიქრეს, თავიდან რუსიაო, მერე ეს არის, მერე ისო. აქ რომ ჩამოვდივარ შეიძლება ვინმემ თქვს არ უნდა ამბობდესო, ლოგინში არ ვწვები ხოლმე, რაც მონასტერში წავედი ლოგინში არ ვწოლილვარ, საერთოდ და არსად ლოგინი არა მაქვს.
და ლაპარაკობენ, ჩვენს ერზე ლაპარაკობენ. იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ. მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ მიგვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ.
აი, მითხარით, რატომ არ უნდა მიგვიღონ…თორემ ასეთ დაყვედრებულს… მე არაფერი მინდა დაყვედრებული, ჩვენ გავხდეთ ძლიერები, ჩვენ ნუ ვჭამთ ერთმანეთს, მერე აქეთ შეგვეხვეწონ, ისრაელივით რატო არ უნდა ვიყოთ. არ შეგვიძლია?
ჩვენ ხომ ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც საერთო ისტორია გვაქვს ებრაელებთან, ერთმანეთთან კონფლიქტი არ მოგვსვლია, კონფლიქტი კი არა, როგორც ძმები ისე ვცხოვრობდით და მასე გაგრძელდება იმიტომ რომ ღვთის საყვარელი ერი იყო ისე, როგორც ყველა ერი, მაგრამ განსაკუთრებულად უყვარდათ ღმერთი და როცა გადაუხვევდნენ იტანჯებოდნენ, მაგრამ საქართველოში ტანჯვა არ გამოუწვევევია.
ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს და ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებიც, ვინცა ვართ ისე მოგვექცნენ და არა ისე ჭორიკნები რომ დარბიან და ვითომ პოლიტიკოსები, რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმიდის მადლით აგავსოთ. გაიხარეთ ორთავ სოფელსა შინა. ვულოცავ პატრიარქს, ჩვენს წმინდა სინოდს, დედა ეკლესიის ყველა წევრს, ჩვენს დედებს, დედა თეოდორას, მონასტრის ყველა წევრს, ამ სამრევლოს, ყველას გლოცავთ, ქიზიყში ყველას აბსოლიტურად, კახეთში და სრულიად საქართველოს.
ღმერთმა მშვიდობა მისცეს უკრაინას , მსოფლიოს, ყველას. ეს სიკვდილიანობა არ გვინდა მაგრამ, იმაზე მეტს ნუ გვთხოვენ, რაც არ შეგვიძლია, რომ შეგვეძლოს სხვისი დაძახება არ გვინდა. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა გვაქვს მისახედი. ჩვენ რომ ვიყოთ უკრაინასავით საზღვარზე პირველ რიგში დაგვეხმარებოდნენ…
ყველაფერს კარგად ვხედავთ, ყველაფერი კარგად ვხვდებით. აღარ შეეცადოთ ჩვენთან არევას. ნუ რაფრით ნუ გვაშინებთ დაგვეხმარეთ მაშინ საქართველოსაც, დაეხმარეთ იმაში რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ, მსოფლიო ბაზარზე გავიდეთ.
ჩვენი პროდუქცია შეიძლება იმ ხარისხის არ იყოს ჯერ, მაგრამ გაიტანეთ და ჩვენც შემოვიტანოთ რაღაცა იმ ფასებში, როგორშიც შეგვიძლია. ომი რომ დამთავრდება ჩვენ რომ ძლიერი ვიქნებით, თუ ჩვენთან ურთიერთობას აპირებთ, ხო მაგას უნდა ცდილობდეთ?
თქვენც, აბა, ჟურნალისტებიც დაფიქრდით, არის თუ არა მასე. იმიტომ რომ რა გვაქვს ქართველებს ერთმანეთში გასაყოფი, ხომ შეიძლება გავჩერდეთ და არ დავჭამოთ ერთმანეთი. რატომ უნდა დავჭამოთ, თქვენც ახლა სხვადასხვა ტელევიზიები მშვენივრადდგახართ და მასე უნდა იყოთ, იმათი შვილებიც შეიძლება დამეგობრდნენ, პოლიტიკოსებმაც ცოტა უნდა სცადონ, რომ შევრიგდეთ.
რომ უცხოელების სათამაშო არ ვიყოთ, ისევ რუსი იყენებს ამას, ჯერ ამ ფრენებს გაგიხსნის, მერე დაგიხურავს, პროდუქციას აღარ შემოუშვებს, კიდევ შენზე გადავა და ასე სათამაშო როდემდე უნდა ვიყოთ?
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ , სულიწმინდის მადლით აღგავსოთ და საქართველო არ შეეგუება რამის დაკარგვას, არავინ არაფერს ისე არ დაგვიბრუნებს ჩვენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვანახოთ აფხაზებს ჩვენს ძმებს, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ჩვენ ოს ძმებს, რომ შიგნით, როგორი ურთიერთობები გვაქვს .
ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ წლები ერთმანეთის ჭამა, როგორ გინდა, რომ ისინი შენთან შემოვიდნენ. ისე რატომ უნდა ვიქცეოდეთ, რომ რუსთან ყოფნა ერჩივნოთ, დამპყრობელ რუსთან ერჩივნოთ, ვიდრე ჩვენთან.
ამაზეც ვიფიქროთ, რა. ე. ი.პირდაპირ რუსის პილიტიკას ატარებთ, როდესაც საქართველოში ასე აკეთებთ., ალბათ ბევრი ფულსაც იღებს მაგისთვის. ანგარიშები უნდა ვნახოთ ვის უგზავნიან , ვის არა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ , სულიწმინდის მადლით აღგავსოთ. ეკლესიის კბენას თავი გაანებეთ, ხომ ხედავთ, სუსტები, რომ ხართ საპასუხოდ არაფერს გეუბნებით, ქუჩაში ჩვენთა ხომ გერიდებათ და გარბიხართ. რატომ უნდა გარბოდეთ, მოდით და მოგესალმებით, ხელსაც ჩამოგართმევთ და დავილაპარაკებთ, იქნებ რაღაც გვასწავლოთ. გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ. …ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა, დღეს ჩვენი სინოდი ძაან ძლიერი სინოდია, არავის იმედი არ ჰქონდეს, რომ ვიღაცას ჩვენს ქვეყანას დავაჩაგვრინებთ, ეკლესიას, ხო, გამორიცხულია, არ დავაჩაგრინებთ არავის და არც ქართველ კაცს არ დავაჩაგვრინებთ არავის. გაიხარეთ!”-ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი.