სულ მცირე 903 დაღუპული – ასეთია მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში, პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა მონაცემები. დაღუპულთაგან 326 ბავშვია, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიასაშუალება, პაკისტანის კლიმატის ცვლილებების სამინისტროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ათასობით ადამიანი თავშესაფრისა და საკვების გარეშეა დარჩენილი, რის მიზეზიც სტიქიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისია.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა და წყალდიდობამ, ივნისის შუა რიცხვებიდან, 2,3 მილიონი ადამიანი დააზარალა. სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 95 350 სახლია განადგურებული










