თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთით, ახალი ტრანს-სასაზღვრო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ.
ოპერაცია კომპლექსურია და მასში ჩართულია, როგორც საჰაერო ისე სახმელეთო ელემენტები.
წუხელ, ოეპრაციის პირველ ეტაპზე განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთის მაღალმთიანეთში ქურთული პოზიციების ინტენსიური საჰაერო დაბომბვები, რომელშიც ჩართული იყო თურქული F-16, Bayraktar-TB2-ები და დამრტყმელი T-129 ტიპის შვეულმფრენები.
ოპერაციის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო ერაყის ჩრდილოეთში თურქული საჰაერო დესანტის გადასხმა, რომელთაც საარტილერიო მხარდაჭერით დაიწყეს ოპერაციის მეორე ფაზა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები თურქულ სპეც ნაწილებსა და გასამხედროებულ ქურთ მებრძოლებს შორის.










