ასეთ მდგომარეობაზე წყალტუბოში სანატორიუმ „აია“-ში შესახლებული დევნილები საუბრობენ. აქ მაცხოვრებლები ბინებით დაკმაყოფილებას უკვე 27 წელია ითხოვენ. ადგილზე უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა აცხადებენ ისინი. ამის მიზეზი კი ის სინესტეა, რომელითაც სანატორიუმის მთელი შენობაა გაჟღენთილი. მოშლილმა საკანალიზაციო და წყლის სისტემებმა შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადა. მილებიდან გამოსული წყალი თუ საკანალიზაციო ნარჩენი ერთმანეთში ირევა და კედლებიდან და ჭერიდან მოჟონავს. გაგვიყვავნონ აქედან ესაა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა აცხადებს ირმა ფანგანი.
29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები კომუნიკაციისთვის წარმატებული...









