ქუთაისში საპირფარეშოს დროულ გახსნას ითხოვენ. სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა შენობა დახურულია და მის ფუნქციას ვერ ასრულებს. მოქალაქეთა ნაწილმა დაკეტილ საპირფარეშოს გამოყენება, მაინც მოუძებნა. სამწუხაროდ ბუნებრივ მოთხოვნილებებს ისინი შენობის გარე ტერიტორიაზე იკმაყოფილებენ. შედეგი კი სასიამოვნო ნამდვილად არაა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. ქუთაისის მერიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება შენობა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მირზა მამასახლისის განმარტებით იგეგმება შენობის გაიჯარება.
ახალი საპირფარეშოს მოწყობა ქუთაისის მერიას 60 000 ლარი დაუჯდა. მოეწყო სამი იზოლირებული წერტილი, ერთი შშმ პირებისთვის. დაყენებულია სამეთვალყურეო კამერებიც, თუმცა სანამ ეს კამერები და შენობა ამუშავდებოდეს საკითხავი ისაა დარჩება კი რამე გასაიჯარებელი?









