LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება

მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/02/12-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

„ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გვჭირდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ბუნებრივია, არის საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა აიყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც, გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს.

„თუმცა, აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ, მინდა გისურვოთ წარმატებები“-განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და  გარდაიცვალა... იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

(Reuters)-ის ინფორმაციით სამხრეთ იტალიის სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 253 კილომეტრის (157.21 მილის) სიღრმეზე დაფიქსირდა. ქართველი ემიგრანტები სოცქსელში წერენ: ,,ეს რა იყო 3-ჯერ ერთნაირად გაიმეორა. ლოგინიანად გამწია....

დაწვრილებითDetails

2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის  ფასზე ზღვარი დაამტკიცა
მთავარი

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა დაამტკიცეს შეთანხმების ტექსტი, რომელიც ევროკავშირიდან დეპორტაციის პროცესს აჩქარებს და დეპორტირებულთა რაოდენობას ზრდის, ასევე, მიგრანტების დეპორტაციას ბლოკის გარეთ განსაზღვრულ ცენტრებში ითვალისწინებს - ამის შესახებ Politico-ს...

დაწვრილებითDetails

ჩემ 3 წლის შვილს ბაღში ტანსაცმელს ხდიდნენ იატაკზე აწვენდნენ, მაქვს ვიდეოჩანაწერები – მშობელი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

3 წლის ბავშვის მშობელი ბაღის აღმზრდელებს გულგრილობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ედიტა დანელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაღში მისი სამი წლის შვილს ტანსაცმელს ხდიდნენ, იატაკზე აწვნდნენ და ტირილის მიუხედავად, აღსაზრდელს ყურადღებას არ აქცევდნენ....

დაწვრილებითDetails

თბილისში მამაკაცმა 6 ბინა გაქურდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს,...

დაწვრილებითDetails

მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
გარემოს დაცვის სამინისტრო საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ცხედარი 31...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"