LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

დაპოსტა 2024/01/22-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური  სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

მთავრობა ირწმუნება, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულში საქორწილო დარბაზში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქორწილის დროს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის...

დაწვრილებითDetails

“ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას” -თაზო დათუნაშვილი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით” – თაზო დათუნაშვილი
მთავარი

ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს -...

დაწვრილებითDetails

“პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – გია ვოლსკი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება - შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი სამინისტროს შექმნით, რომელსაც მამუკა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის გაიმართება სინოდის სხდომა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. როგორც გარემოს...

დაწვრილებითDetails

“რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები?”-კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის...

დაწვრილებითDetails

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება...

დაწვრილებითDetails

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 929 581 შეადგინა-საქსტატი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2...

დაწვრილებითDetails

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
მთავარი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ავიაციის სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა....

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"