გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „შვილის მკვლელებს” მიმართავს.
მისი თქმით, თუ მისი „შვილის მკვლელები” დანაშაულს აღიარებენ, მზად არის აპატიოს.
„გილოცავთ გიორგობას სრულიად საქართველოს.მივმართავ თამარის მკვლელებს. თუკი აღიარებთ და მოინანიებთ მზად ვარ გაპატიოთ კიდეც და თუ არა მაშინ ვთხოვ კახის ქურმუხის სასწაულმოქმედ წმინდა გიორგის მახვილით განგმიროს თქვენი ბოროტი გულები.”, – წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
რამდენიმე თვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და საქმე დაიხურა.
“მოპოვებელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან თავი თვითმკვლელობით დაასრულა”, – აღნიშნა პროკურორმა.
პროკურატურის პოზიციას ბაჩალიაშვილის ოჯახი არ ეთანხმება.










