“პირველი რაც მასწავლებელს სჭირდება ეს არის რომ შენ აუცილებლად უნდა უზრუნველყო გარემო, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს კომფორტულად და ეს გარემო მისთვის აკადემიური ცოდნის მისაღებად არის ზუსტად შესაფერისი.
ის არ უნდა გრძნობდეს იმ ბარიერებს, რომ მე თუ რაიმე შემეშალა ამით ჩემი პიროვნულობა დგას უკანა პლანზე . მეორე – უნდა დაანახო , რომ მას შეუძლია. ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა რომ ბევრი მშობელი ემიგრანტია.
ბავშვებთან ეს მომენტი ფსიქოლოგიური პრობლემის წინა ხაზზე იკვეთება. ვიღაცა ესქტროვერტია, ვიღაცა ინტროვერტია.
მე როდესაც ჯგუფებს ვალაგებ, ყველანაირი გათვლა უნდა გავაკეთო- როგორც ფსიქოლოგიური, აკადემიური , რომ ვინმეს ვინმესთან დისკომფორტი არ ჰქონდეს.”-ინგლისური ენის რეპეტიტორი თამუნა ციცვიძე.










