“მე როგორც ვიცი, თვითონ, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა, ასე ვთქვათ, დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერმინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. ასე რომ, ასევე ახლა მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსი გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერმინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი, გესმით? ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის. მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურა აზარაშვილს. ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.” | თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ზურაბ აზარაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით
დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...










