ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა პირადად სთხოვა, რაზეც მან პასუხი ვერ მიიღო.
“მე მას პირადად ვთხოვე ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრა. სამწუხაროდ, პასუხი არ იყო. მე ამას ნამდვილად ვნანობ, მაგრამ სხვა რა შეგვეძლო?”, – განაცხადა კრამონმა და უპასუხა პარტია “დროას” მიერ, “ტვიტერის” გვერდზე დაწერილ განცხადებას.
“ღარიბაშვილი ამჟამად სიტყვით გამოდის საქართველოს პარლამენტში და აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილი და დანარჩენი ოპოზიციის წევრები კარდაკარ დადიოდნენ ბრიუსელში, რათა ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ”, – ნათქვამია “დროას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.